La présentation est en train de télécharger. S'il vous plaît, attendez

La présentation est en train de télécharger. S'il vous plaît, attendez

მოგზაურობა ვიქტორ ჰიუგოს სამყაროში

Présentations similaires


Présentation au sujet: "მოგზაურობა ვიქტორ ჰიუგოს სამყაროში"— Transcription de la présentation:

1 მოგზაურობა ვიქტორ ჰიუგოს სამყაროში

2 მოგზაურობის მიზანი: 1)მწერლის ბიოგრაფიის გაცნობა და შესწავლა 2)მოსწავლეები სურვილის გათვალისწინებით ყველაზე საინტესეო წიგნის განხილვა 3),,პარიზი ღვთისმობლის ტაძრის“-წაკითხვა 4)წიგნის განხილვა 5)ამ წიგნით შთაბეჭდილებებით შექმნილი ვიდეოები,კლიპების და კინოფილმის ჩვენება და განხილვა.

3 ვიქტორ ჰიუგო

4 ვიქტორ ჰიუგო ბიოგრაფია ჰიუგომ ბავშვობა პარიზში გაატარა
ვიქტორ ჰიუგო ბიოგრაფია ჰიუგომ ბავშვობა პარიზში გაატარა. ის ჭაბუკობიდანვე იწყებს ლექსების წერას და 15 წლის ასაკში საფრანგეთის აკადემიისგან ჯილდოსაც იღებს. ამ დროისთვის მისი ამბიციები უკვე საკმაოდ დიდია: „მე მინდა ვიყო შატობრიანი ან არავინ“ - წერს იგი სკოლის ჟურნალში . დედის სიკვდილის შემდეგ, 1819 წელს ძმებთან ერთდ აარსებს ჟურნალს „Le conservateur litteraire“, რითიც ლიტერატურულ წრეებში ცნობილი ხდება. მალე იგი თავს ანებებს მათემატიკის შესწავლას, რომლის მიმართაც ერთ დროს დიდი ინტერესი ჰქონდა, და მთლიანად ლიტერატურულ მოღვაწეობაში ერთვება. ამ დროისთვის ჰიუგო უკვე გამოკვეთილია როგორც რომანტიზმის წინამძღვარი. მისი შემოქმედება უკვე მოიცავს არა მხოლოდ ლექსებს, არამედ რომანებს, პიესებსა და პუბლიცისტურ სტატიებს წლის 12 ოქტომბერს ცოლად ირთავს ადელ ფუშერს, რომელთანაც 5 შვილი შეეძინება წელს ჰიუგო საფრანგეთის აკადემიის წევრად აირჩიეს წელს დაიღუპა მისი ერთ-ერთი ქალიშვილი, ლეოპოლდინა, რამაც ძალიან იმოქმედა მამაზე. მწერალი 10 წლის მანძილზე თავს ანებებს ლიტერატურულ მოღვაწეობას და თავს მხოლოდ პოლიტიკას უძღვნის. იგი როიალისტების საწინააღმდეგოდ ლიბერალთა მხარეზე იბრძვის წელს ლუი ნაპოლეონის მიერ სახელმწიფო გადატრიალება იმედებს უმსხვრევს და აიძულებს გაიქცეს. 18 წლის მანძილზე ჰიუგო ევროპის ქვეყნებში მოგზაურობს. ამ პერიოდში იგი წერს განჭვრეტას, ნაცვალგებასა და საბრალონს წელს, იმპერიის დაცემის შემდეგ პარიზში ბრუნდება, სადაც მისი სახელი უკვე ლეგენდადაა ქცეული. მწერალი გარდაიცვალა 1885 წელს, 84 წლის ასაკში. დაკრძალვაზე მას სამ მილიონზე მეტმა ადამიანმა მიაგო პატივი. ვიქტორ ჰიუგოს პარიზის პანთეონში დაკრძალეს.

5 შემოქმედება პოეზია ლიტერატურულ მოღვაწეობას ჰიუგო პოეზიით იწყებს
შემოქმედება პოეზია ლიტერატურულ მოღვაწეობას ჰიუგო პოეზიით იწყებს. მისი პირველი პოეტური ნაწარმოებები ოდებია, რომელთა მთავარი თემებია თანამედროვე სამყარო, ისტორია, რელიგია, პოეტის როლი. ამ ნაწარმოებებში უკვე იკვეთებ კლასიკური ნორმების უარყოფა და პოეზიის ახლებური ხედვა წელს ჰიუგო მთელ თავის ადრეულ პოეტურ ნაწარმოებებს თავს უყრის კრებულში ოდები და ბალადები – 1840 წლებში დაწერილი ლექსები უფრო ლირიკულია და მიემართება ქალს, ღმერთს, მეგობრებს, ბუნებას. თუმცა ჰიუგო მაინც ვერ უძლებს ცდუნებას და ლექსების უმრავლესობაში გატარებული აქვს ეპიკური თემებიც წელს ბელგიაში მყოფი პოეტი წერს ნაცვალგებას, რომელიც მიმართულია ნაპოლეონ III-ის წინააღმდეგ, და ფარულად ავრცელებს მას საფრანგეთში იმ იმედით, რომ ამით ხალხის ამბოხს გამოიწვევდა. პოემაში აღწერილია მთელი ის უბედურებები რაც იმპერიალიზმმა მოიტანა და მოწოდებაა ხალხისადმი, გამოიღვიძონ და ერთად შეებრძოლონ ამ ბოროტებას. აქვე პოეტი მსჯელობს უმაღლეს დასჯაზე: ჰიუგო წინააღმდეგია სიკვდილით დასჯისა და სჯერა რომ საბოლოოდ ღმერთი ყველას სამაგიეროს მიაგებს. ბოლოს კი ავტორი იმედიან მომავალზე ლაპარაკობს, როცა დასრულდება იმპერია და ადამიანთა ტანჯვას ბოლო მოეღება წელს იწერება განჭვრეტა, რომელიც ჰიუგოს პოეზიის მწვერვალად ითვლება. პოემის დიდი ნაწილი ეძღვნება პოეტის დაღუპულ ქალიშვილს, ლეოპოლდინას და თავად ავტორის სამშობლოდან წასვლას. აქ გადმოცემულია პოეტის ტრანსფორმაცია ბუნების უბრალოდ თვალიერებიდან ციურ სხეულთა განჭვრეტამდე, ბუნების აღწერიდან ისტორიულ მსჯელობებამდე. ყოველივეს ცენტრშია სიკვდილი, რაც შედარებულია გადასახლებასა და სულიერ უბედურებასთან. აქვე იკვეთება წმინდად რომანტიკული ფილოსოფია. პოეტს მიაჩნია, რომ სული გაფანტულია ირგვლივ ყველაფერში - უბრალო ქვიდან დაწყებული ანგელოზით დამთავრებული. ყველაფერი ცოცხლობს, ყველაფერი განიცდის. პოეტი-წინასწარმეტყველის თვალში ყველაფერი ცოცხლდება და მიიწევს სიწმინდისკენ, სულიერებისკენ. საბოლოოდ კი ერთ დღესაც ადამიანი ღმერთთან მიაღწევს. ამასთანავე, ჰიუგო ავტორია საუკუნეთა ლეგენდისა, რომელიც ფრანგულ ლიტერატურაში ერთადერთ ჭეშმარიტ ეპიკურ პოემადაა მიჩნეული.

6 რომანისტი მკითხველთა ფართო წრეებში ჰიუგო თავისი რომანებითაა ცნობილი
რომანისტი მკითხველთა ფართო წრეებში ჰიუგო თავისი რომანებითაა ცნობილი. პირველი რომანი, „ბუგ- ჟარგალი“ 16 წლისამ დაწერა, ბოლო, „ოთხმოცდაცამეტი წელი“ კი 72 წლის ასაკში. შედარებით ადრე დაწერილი რომანები, მათ შორის „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“, ისტორიულ რომანებს განეკუთვნება, თუმცა სკოტის რომანებისგან განსხვავებით, ჰიუგოსთან ისტორიის მიღმა ყოველთვის აწმყოზეა ლაპარაკი. გაცილებით რთულია „სიკვდილმისჯილის უკანასკნელი დღისა“ და „კლოდ გეს კლასიფიცირება“. ესენი უფრო ისტორიულ-სოციალურ რომანებს ეკუთვნის, რომლებშიც ავტორი სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ ილაშქრებს. სოციალურ პრობლემატიკას ეხება „საბრალონიც“, რომლის ფენომენალურმა წარმატებამ კრიტიკოსებში გაკვირვებაც კი გამოიწვია. ამ უზარმაზარ ნაწარმოებში ერთადაა თავმოყრილი მელოდრამა, რეალისტური სურათები და დიდაქტიკური ესე. მისი პერსონაჟები და მათი ცხოვრება დღეს უკვე მითების სიმაღლეზეა აყვანილი წელს დაწერილი „ოთხმოცდაცამეტი წელი“ საბოლოოდ აკონკრეტებს ჰიუგოსათვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თემას - საფრანგეთის რევოლუციის გადამწყვეტ როლს პოლიტიკაში, საზოგადოებასა და ლიტერატურაში.

7 რომანები ბუგ-ჯარგალი, სიკვდილმისჯილის უკანასკნელი დღე, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, კლოდ გე, საბრალონი, ზღვის მუშები, კაცი, რომელიც იცინის, ოთხმოცდაცამეტი წელი, 1874

8 პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ANAGKH-ბედისწერა ქვაზე ამოჭრილმა და ხანდაზმულობისგან გაშავებულმა,სიტყვის საბედისწერო და შავბნელმა აზრმა, შექმნა ეს წიგნი 1831 წლის თებერვალს.

9 ,,ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი“

10 ,,სულ სხვაა შენობა.სულ სხვაა მკვიდრი , ხანგრძლივი,ამტანი და გამძლე წიგნია იგი!“ ,,ხუროთმოძღვრება xv საუკუნებდე კაცობრიობის მთავარი მატიანე იყო.ყოველ ხალხურ იდეას,ისე როგორც ყოველ რელიგიურკანონს თავისი ძეგლი ჰქონდა.“ ,,ადამიანთა მოდგმას არა ჰქონია რა ისეთი მნიშვნელოვანი საფიქრალი რაც ქვაზე არ აღბეჭდილიყო.“ ვიქტორ ჰიუგო

11 ,,წიგნი მოკლასვს შენობას“ ,,ხუროთმოძღვრება ტახტიდან ჩამოაგდეს
,,წიგნი მოკლასვს შენობას“ ,,ხუროთმოძღვრება ტახტიდან ჩამოაგდეს.ორფევსის ქვის ასოები შეცვალა გუტენბერდის ტყვიის ასოებმა.სრულიად და საბოლოოდ იცვალა კანი იმ სიმბოლურმა გველა,რომელიც ადამის დროიდან გონებას გამოსახავდა. ნაბეჭდი სიტყვა აქროდებადია, ფრთიანი, მოუხელთებელი, ურღვევი,მოუწყვლელი,ის ჰაერს უერთდება... კაცთა მოდგმასორი წიგნი, ორი ანდერძი,ორი აღთქა აქვს-ქვითხუროთმოძღვრება და წიგნის ბეჭდვა ,ბიბლია ქვისა და ბიბლია ქაღალდისა.“ ვიქტორ ჰიუგო

12 პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი მოკლე შინაარსი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი (ფრანგ. Notre-Dame de Paris) – ვიქტორ ჰიუგოს რომანი. მასში ასახულია XV საუკუნის პარიზის ცხოვრება. რომანის მთავარი პერსონაჟების გრძნობებისა და მოქმედების ჩვენებით ჰიუგო აყენებს ისეთ ზოგადსაკაცობრიო პრობლემებს, როგორიცაა სიყვარული, ცოდვა, სიკვდილი.   რომანი ვითარდება სამი მთავარი მოქმედი გმირის – არქიდიაკონ კლოდ ფროლოს, ზართა მრეკველ მახინჯ კვაზიმოდოსა და ულამაზესი ბოშა ქალის ესმერალდას ირგვლივ. ღვთისმსახური კლოდ ფროლო მეცნიერების რამდენიმე დარგს ფლობდა, მაღალი მდგომარეობა ეკავა საზოგადოებაში. მან სიცოცხლე შეუნარჩუნა და აღზარდა ქუჩაში ნაპოვნი ჩვილი ბავშვი კვაზიმოდო, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობდა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში. მაგრამ ღვთისმსახური სასტიკი და დაუნდობელი აღმოჩნდა, როდესაც მისი გრძნობები ესმერალდამ უპასუხოდ დატოვა. მთავარმა დიაკონმა მის მიერ ჩადენილი კვლელობის მცდელობა ქალს გადააბრალა და გულგრილად მიიღო მონაწილეობა ესმერალდას მიმართ სასიკვდილო განაჩენის გამოტანაში. ლამაზ, მაგრამ გულცივ, მხოლოდ პირადი კეთილდღეობისთვის მზრუნველ ეკლესიის მსახურს ჰიუგო უპირისპირებს მახინჯ, მაგრამ ლამაზი სულის მქონე კვაზიმოდოს. მას მთელი არსებით შეუყვარდა გულუბრყვილო და ნაზი ესმერალდა. როდესაც სიკვდილმისჯილი ესმერალდა სახრჩობელაზე აჯყავდათ, კვაზიმოდო თოკით დაეშვა ტაძრის სახურავიდან, აიტაცა ქალი და ელვის სისწრაფით ტაძარს შეაფარა თავი. ხოლო როდესაც ვერაგულად შეპყრობილი ესმერალდას მიმართ განაჩენი მაინც სისრულეში იქნა მოყვანილი, მან ჯერ ტაძრის სახურავიდან გადმოაგდო ესმერალდას სიკვდილის მთავარი დამნაშავე კლოდ ფროლო, შემდეგ კი უკვალოდ დაიკარგა.   ორი წლის შემდეგ, როდესაც შემთხვევით გახსნეს ესმერალდას აკლდამა, ქალის ჩონჩხზე გადამხობილი მეორე ადამიანის ჩონჩხი ნახეს. ეს იყო კვაზიმოდო, რომელიც შევიდა ესმერალდას აკლდამაში და იქ დალია სული.

13 როგორ შეიქმა ჰიუგოს ,,პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“ „სამარხში ორი ჩონჩხი იპოვეს, ერთი ეტყობოდა ნატიფი ახალგაზრდა ქალისა უნდა ყოფილიყო, ხოლო მეორე სავარაუდოდ, კუზიანი, მახინჯი ადამიანისა, რომელსაც ძნელად თუ შეიძლება უწოდო ადამიანი. იგი ისე ეკვროდა ქალის სხეულს, რომ ძნელად მოხერხდა მათი დაშორება“... ამ ისტორიამ ვიქტორ ჰიუგოს გენიალური რომანი „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“ შეაქმნევინა, სწორედ ამ ნაწარმოებში გაცოცხლდა სამარხის გმირები ესმერალდა და კვაზიმოდო, ეს სწორედ ესმერალდას აკლდამა იყო, ქალის ჩონჩხზე გადამხობილი მეორე ადამიანი კი კვაზიმოდო, რომელიც ესმერალდას აკლდამაში შევიდა და საყვარელი ქალის გვერდით დალია სული, რათა სიკვდილის შემდეგ მაინც ღირსებოდა ცხოვრების ერთადერთ სიყვარულთან ერთად ყოფნა.

14 პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი-ციტატები –იცით თქვენ რა არის მეგობრობა
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი-ციტატები –იცით თქვენ რა არის მეგობრობა?–კი უპასუხა ბოშა ქალმა.–ეს ნიშნავს იყო და და ძმა; ეს ორი სულია რომლებიც ეხებიან შეერთების გარეშე; ეს ერთი ხელის ორი თითია.– სიყვარული?–ჰკითხა გრენგუარმა.–ო, სიყვარული!– შეიცხადა მან, მისი ხმა ათრთოლდა და თვალებმა გაიბრწყინა.–სიყვარულია–როცა ორი ერთიანია. როცა ქალი და მამაკაცი ანგელოზად იქცევა. ეს ზეცაა! –სიყვარული ხეს გავს: ის იზრდება თვითონ, ღრმად უშვებს თავის ფესვებს და აგრძელებს გამწვანებას დაცარიელებულ გულშიც. –აი რა არის აუხსნელი: ბრმა ვნება–ყველაზე ჯიუტია. ის განსაკუთრებით ძლიერია, როცა ის ყოველგვარ აზრს მოკლებულია. –...გიყვარდეს იგი მთელი მხურვალებით, გრძნობდე რომ მისი ღიმილის ჩრდილში შენ გაიღებდი შენს სისხლს, შენს სულს, შენს კეთილ სახელს, შენს ხსნას, უკვდავებას, მარადისობას, მიწიერ და მოკვდავ ცხოვრებას......თუ ჯოჯოხეთის განსახიერება ხარ, მე მოგყვები შენ. მე ყველაფერი შევასრულე ამისათვის. ის ჯოჯოხეთი რომელშიც შენ იქნები, –ჩემი სამოთხეა! შენი სახე ღვთაებრივზე მშვენიერია! იმ დღეს როცა ქალი უარყოფს ასეთ სიყვარულს, როგორიც ჩემია, მთები შეირყევიან. რომ გცოდნოდა როგორ მიყვარხარ! როგორი გაუგონარი გაუფრთხილებლობაა საკუთარი თავის მიმართ! სწავლულმა–მე შევაჩვენე მეცნიერება; დიდგვაროვანმა– შევარცხვინე ჩემი სახელი; ღვთისმსახურმა-მე შევცვალე ცხელი ოცნებების ბალიშად ჩემი ღვთის რიტუალი. ჩემს ღმერთს სახეში შევაფურთხე! ყველაფერი შენთვისაა ჩემო ჯადოქარო! რომ როგორმე გავხდე ღირსეული შენი ჯოჯოხეთის!...

15 ციტატები –უშნოს უფრო უმძიმს ვიდრე ბრმას. მან იცის, რა აკლია
ციტატები –უშნოს უფრო უმძიმს ვიდრე ბრმას. მან იცის, რა აკლია! –ცხოვრებაში არ მინახავს ასეთი შესანიშნავი სიმახინჯე. –ყველა კუზიანს მაღლა აქვს თავი აწეული, ყველა კურდღელი ორატორობს, ყველა ყრუ-მუნჯი კი ჩურჩულით საუბრობს. –მას ეჭირა გულშეწუხებული გოგონა თავის უხეშ ხელებში ისე ნაზად, როგორც თეთრი ქსოვილი, ეჭირა ისე ფრთხილად, რომ ეშინოდა ზიანი არ მიეყენებინა მისთვის. ის გრძნობდა რომ ის იყო ძალიან ძვირფასი, ნაზი ქმნილება არა ამ ხელებისათვის...

16 წიგნის მიხედვით შექმნილი მასალები

17 კლასში გავმართეთ წიგნის განხილვა

18

19 ზუმის საჯარო სკოლის VIII კლასი ,,მოგზაურობა ვიქტოს ჰიუგოს სამყაროში“ რესურსი შიქმნა ქსელური პროექტისთვის. ზუმის საჯარო სკოლის ქათული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თეოდორა ლემონჯავა

20 გმადლობთ ყურადღებისთვის


Télécharger ppt "მოგზაურობა ვიქტორ ჰიუგოს სამყაროში"

Présentations similaires


Annonces Google