La présentation est en train de télécharger. S'il vous plaît, attendez

La présentation est en train de télécharger. S'il vous plaît, attendez

ადმინისტრაციული მონაცემების გამოყენება მიგრაციის სტატისტიკისთვის შვეიცარიაში მარსელ ჰაინიგერი, FSO სამუშაო შეხვედრა ადმინისტრაციული მონაცემების გამოყენების.

Présentations similaires


Présentation au sujet: "ადმინისტრაციული მონაცემების გამოყენება მიგრაციის სტატისტიკისთვის შვეიცარიაში მარსელ ჰაინიგერი, FSO სამუშაო შეხვედრა ადმინისტრაციული მონაცემების გამოყენების."— Transcription de la présentation:

1 ადმინისტრაციული მონაცემების გამოყენება მიგრაციის სტატისტიკისთვის შვეიცარიაში
მარსელ ჰაინიგერი, FSO სამუშაო შეხვედრა ადმინისტრაციული მონაცემების გამოყენების თემაზე, საქართველოში მიგრაციის ოდენობის დადგენის მიზნით თბილისი, 2016 წლის 6 აპრილი

2 პრეზენტაციის მიმოხილვა
1. ამოცანები მიგრაციის სტატისტიკა შვეიცარიაში მიგრაციის სტატისტიკის გაუმჯობესება – ორი ისტორიული ფაზა ამჟამინდელი მიგრაციის სტატისტიკის სისტემა თანამშრომლობა სხვადასხვა უწყებებს შორის 5. ზოგადი მიგნებები და რეკომენდაციები

3 ამოცანები (1) მიგრაციის სტატისტიკის შვეიცარიული სისტემის შემუშავება - მიღებული გამოცდილება: ადმინისტრაციული მონაცემების გამოყენება ფედერალურ სისტემაში NSI-ის სტატუსი ქვეყნის სახელმწიფო მმართველობის სისტემაში NSI-ის როლი სტატისტიკურ სისტემაში, სხვა მთავარი მოთამაშეები უწყებათაშორისი თანამშრომლობა და კოორდინაცია

4 ამოცანები (2) სხვადასხვა მოთამაშეების ამოცანები: საერთო მიზანი? თუ განსხვავებული საჭიროებები? მიგრაციის სტატისტიკის ინტეგრირებული სისტემა: შესაძლებლობა, თუ უტოპია? ურთიერთსაწინააღმდეგო მონაცემების დაკავშირება და ანგარიშში გადმოცემა: რისკები და გამოწვევები

5 მოსახლეობის სტატისტიკა შვეიცარიაში (1)
ხანგრძლივი ტრადიცია: მონაცემები დაბადების და გარდაცვალების შესახებ 1803 წლიდან მოყოლებული მოსახლეობის პირველი აღწერა 1850 წელს მაგრამ: დეტალური წლიური მიგრაციის მონაცემები მხოლოდ 1981 წლიდან

6 მოსახლეობის სტატისტიკა შვეიცარიაში (2)
1980 – FSO-ს გადაწყვეტილება, რომ შექმნილიყო მოსახლეობის სტატისტიკის წლიური სისტემა, სხავადასხვა ხელმისაწვდომი მონაცემების წყაროებზე დაყრდნობით: მოსახლეობის აღწერა სიცოცხლესთან დააკვშირებული სტატისტიკა ადმინისტრაციული მონაცემები -> მიგრაციის ნაკადების ასახვის საჭიროება (საერთაშორისო და შიდა)

7 მიგრაციის სტატისტიკის გაუმჯობესება
ფაზა I – 1980-იანი წლების დასაწყისი გაუმჯობესებები იმ დროს არსებულ სამართლებრივ ჩარჩოში და მაშინ არსებული ადმინისტრაციული მონაცემების წყაროების საფუძველზე ფაზა II – 2000-იანი წლების შუა პერიოდიდან გაუმჯობესება ადმინისტრაციული მონაცემების უკეთ გამოყენების მიზნით და FSO-ს მიერ პროაქტიული ნაბიჯების ინიცირება და განხორციელება

8 გაუმჯობესება – ფაზა I (1)
ფოკუსირება ადმინისტრაციულ მონაცემებზე მთავრობის სამი დონე სხვადასხვა კანონმდებლობა ადგილობრივი და არაადგილობრივი პირებისთვის მიღწევები და ნაკლოვანებები

9 გაუმჯობესება – ფაზა I (2)
ფოკუსირება ადმინისტრაციულ მონაცემებზე კარგად ჩამოყალიბებული მოსახლეობის რეგისტრაციის სისტემა: ყველა რეზიდენტს მოეთხოვება, რომ საცხოვრებელ ადგილას დარეგისტრირდეს შესაბამის უწყებებში სტატისტიკის გენერირებისთვის შესაფერისი მიგრაციის მონაცემები შეიძლება მოპოვებული იქნას, კონკრეტულად, ნებისმიერ ადმინისტრაციულ სისტემაში, რომელიც მოსახლეობის მონაცემებს აგროვებს FSO-ს ვალდებულება, რომ ხელმისაწვდომი ადმინისტრაციული მონაცემები გამოიყენოს, როცა კი ეს შესაძლებელია და ცალკე კვლევები არ განახორციელოს (ფედერალური სტატისტიკის აქტი)

10 გაუმჯობესება – ფაზა I (2)
მთვარობის სამი დონე (შვეიცარიული ფედერალიზმი) სახელმწიფო ხელისუფლება შემდეგ დონეებად არის დაყოფილი კონფედერაცია (ფედერალური მთავრობა) კანტონები (პროვინციები) კომუნები (მუნიციპალიტეტები) კონფედერაცია პასუხისმგებელია იქ, სადაც კი მას ფედერალური კონსტიტუციით უფლებამოსილება გააჩნია. კანტონებს და მუნიციპალიტეტებს ფართო უფლებამოსილებები გააჩნიათ.

11 გაუმჯობესება – ფაზა I (3)
მთავრობის სამი დონე (შვეიცარიული ფედერალიზმი) მუნიციპალიტეტების პასუხისმგებლობაში შედის რეზიდენტების რეესტრების წარმოება დეტალური რეგულაციების გაცემა შვეიცარიის მოქალაქეების ბინადრობასთან დაკავშირებით კანტონების უფლებამოსილებაში შედის. მხოლოდ უცხოელების მიმართ აქვს უფლებამოსილება კონფედერაციას, რომ სამართლებრივი პირობები დაადგინოს უცხოელებისთვის ქვეყანაში დარჩენის და ცხოვრების მიზნით.

12 გაუმჯობესება – ფაზა I (4)
არსებული მონაცემთა წყაროები ერთ ცენტრალიზებული ფედერალური რეესტრი (უცხოელების ცენტრალური რეესტრი), რომელიც 1972 წელს შეიქმნა და არაადგილობრივი მაცხოვრებლების უმრავლესობას მოიცავს 2900 ადგილობრივი მაცხოვრებლების რეგისტრაციის ოფისი ელექტრონულ ფორმაში ყველა რეესტრის წარმოება არ ხდება არაერთგვაროვანია რეგისტრირებული მონაცემების ერთობლიობის, ასევე ჩაწერილი ინფორმაციის დეტალიზების ხარისხის მხრივ არ არის დადგენილი კომუნიკაციის და მონაცემების გაზიარების წესები

13 გაუმჯობესება – ფაზა I (5)
მიღწევები ცენტრალიზებული ადმინისტრაციული რეესტრის სტატისტიკური გამოყენება შედარებით დეტალიზებული წლიური მიგრაციის მონაცემები (არსებული რაოდენობა და ნაკადები) არაადგილობრივებისთვის ნაკლოვანებები მნიშვნელოვანი ხარვეზები მიგრაციის მონაცემებში ადგილობრივებისთვის მუნიციპალური ადმინისტრაციული მონაცემების შეგროვება და ჰარმონიზება დიდ დროის მოითხოვს ინდივიდუალური მონაცემების შეზღუდული ოდენობა არ არსებობს პირადი საიდენტიფიკაციო ნომერი ქვეყნის მასშტაბით

14 გაუმჯობესება – ფაზა II (1)
საერთო ამოცანა: ადმინისტრაციული მონაცემების უკეთ გამოყენება სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა ადმინისტრაციული მონაცემების უფრო ფართო გამოყენებისთვის მომსახურებები/მხარდაჭერა, რომელიც FSO-ს მიერ არის გაწეული გამოწვევები და დარჩენილი ნაკლოვანებები

15 გაუმჯობესება – ფაზა II (2)
ამოცანა აღწერის მოდერნიზება, ადმინისტრაციული მონაცემების უფრო მეტად გამოყენებით (რეესტრზე დაფუძნებულ აღწერაზე გადასვლა) მიგრაციის სტატისტიკა, როგორც მეორე მოსარგებლე ამ პროცესში ადმინისტრაციული უწყებების მიერ შეგროვებული მონაცემების მორგება სტატისტიკურ საჭიროებებზე შედეგები სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა, რომ ეს შესაძლებელი გახდეს გრძელვადიანი პროცესია

16 გაუმჯობესება – ფაზა II (3)
ფედერალური კონსტიტუცია სრული გადასინჯვა 1999 წელს კონსტიტუციაში ახალი მუხლის შეტანა, რომელიც ცალსახად მოითხოვს რეესტრების გამოყენებას სტატისტიკისთვის მუხლი. 65 სტატისტიკა 1 კონფედერაცია აუცილებელ სტატისტიკურ მონაცემებს შეაგროვებს მოსახლეობის სტატუსის და ტენდენციების შესახებ… შვეიცარიაში. 2 მან შეიძლება რეგულაციები გასცეს ოფიციალური რეესტრების ჰარმონიზების და შენარჩუნების თაობაზე, მონაცემების შეგროვებასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირების მიზნით.

17 გაუმჯობესება – ფაზა II (4)
ხანდაზმულთა და გადარჩენილთა დაზღვევის აქტი 2008: ახალი 13-ციფრიანი პირადი საიდენტიფიკაციო ნომრის შემოღება (OASIN13) თითოეული პირისთვის, რომელიც თანხას იხდიდა სოციალური დაზღვევის ფედერალურ სისტემაში, ან შეუძლია მისი მოსარგებლე იყოს. 2009: ცენტრალური რეესტრის შექმნა (UPI – უნიკალური იდენტიფიკაცია) OASIN 13-ისი სოციალური დაზღვევის ნომრების გაცემის და მართვისთვის.

18 გაუმჯობესება – ფაზა II (5)
რეესტრის ჰარმონიზაციის აქტი ძალაშია 208 წლის 1 იანვრიდან უზრუნველყოფს, რომ რეესტრების წარმოება, რეესტრების მონაცემები, ცვლადების განმარტებები და მონაცემების მიმოცვლა ადამიანების გადაადგილებისას სტანდარტიზებულია ადგილობრივი მოსახლეობის რეესტრებში მონაცემები უცხოელების შესახებ ჰარმონიზებულია ადამიანების ფედერალურ რეესტრებთან

19 გაუმჯობესება – ფაზა II (6)
რეესტრის ჰარმონიზაციის აქტი მუხლი 1 მიზანი და მთავარი არსი 2 აქტი განსაზღვრავს: ა. იდენტიფიკატორებს და რეკვიზიტებს, რომლებიც ჩაწერილი უნდა იქნას რეესტრებში; ბ. ფედერალური სტატისტიკის სამსახურის (ფედერალური სამსახურის) ვალდებულებას, რომ უზრუნველყოს განმარტებების, რეკვიზიტების და ამ რეკვიზიტების აღწერილობის ჰარმონიზება (რეკვიზიტები: ადამიანის ქონება, რომლის ობიექტურად ჩაწერა და აღწერა შეიძლება / რეკვიზიტის მახასიათებლები: კონკრეტული ღირებულება, რაც ამ რეკვიზიტმა შეიძლება შეიძინოს)

20 გაუმჯობესება – ფაზა II (7)
რეესტრის ჰარმონიზაციის აქტი მუხლი 4 ფედერალური სამსახურის ამოცანა 1 ფედერალური სამსახური განსაზღვრავს იდენტიფიკატორებს და რეკვიზიტებს… ასევე რეკვიზიტის შესაბამის მახასიათებლებს, ნომენკლატურებს და კოდირების გასაღებებს. მუხლი 6 მინიმალური კონტენტი …რეზიდენტების რეესტრი შეიცავს მონაცემებს შემდეგი იდენტიფიკატორების და რეკვიზიტების შესახებ იმ თითოეული ადამიანის შესახებ, რომელიც მუდმივად არის დასახლებული, ან რეზიდენტია: ა. სოციალური დაზღვევის ნომერი (OASIN13)

21 გაუმჯობესება – ფაზა II (8)
რეესტრის ჰარმონიზაციის აქტი მუხლი 14 მონაცემების მიწოდება სტატისტიკური მიზნებისთვის, კანტონების და კომუნების მიერ 1 კანტონებმა და კომუნებმა ინფორმაცია უნდა მიაწოდონ ფედერალურ სამსახურს უფასოდ, როგორც ეს განსაზღვრულია მე-6 უხლში. ფედერალური საბჭო დაადგენს მონაცემების მიწოდების თარიღს და პერიოდულობას. 3 მონაცემების მიწოდება ელექტრონული მატარებლებით, ან ელექტრონული ფორმით ხდება.

22 გაუმჯობესება – ფაზა II (9)
ფედერალური სტატისტიკის სამსახურის (FSO) მიერ მოწოდებული მომსახურებები რეკვიტიზების ოფიციალური კატალოგის რეგულარული გამოქვეყნება, რომელიც რეკვიზიტის მახასიათებლებს, ასევე ნომენკლატურებს და კოდირების გასაღებებს შეიცავს. ცენტრალური აიტი პლატფორმის შემუშავება („sedex”; მონაცემთა უსაფრთხოდ მიმოცვლა), რომლის მეშვეობით კანტონებს და მუნიციპალიტეტებს შეუძლიათ თავიანთი სარეგისტრაციო მონაცემები FSO-ს გადასცენ სტატისტიკური მიზნებისთვის, ასევე ეს შეიძლება გამოყენებული იქნას მონაცემთა გაზიარებისთვის სხვადასხვა ადმინისტრაციულ უწყებას შორის.

23 გაუმჯობესება – ფაზა II (10)
გამოწვევები და დარჩენილი ნაკლოვანებები მთავრობის სხვადასხვა დონესთან, ასევე დაახლოებით 2800 სხვადასხვა მონაცემთა მწარმოებელთან/პროვაიდერთან ურთიერთობა რეესტრის მონაცემების ხარისხი (დაფარვა, დროულობა, ცდომილებები) არათანმიმდევრული მონაცემები სხვადასხვა რეესტრებიდან FSO-ს და სხვა ადმინისტრაციული უწყებების სხვადასხვა საჭიროებები და ამოცანები მონაცემების შეგროვებასა და გავრცელებასთან დაკავშირებით თანამშრომლობა/კოორდინაცია FSO-სა და იმიგრაციის ფედერალურ უწყებას შორის

24 წინაპირობები ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ხელშესაწყობად
ყოვლისმომცველი და სანდო რეგისტრაციის სისტემა საკანონმდებლო ჩარჩო (ასევე მონაცემთა დაცვის ასპექტი) უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომრები მოსახლეობის რეესტრმა სარწმუნო ინფორმაცია უნდა მიაწოდოს, რომელიც შეიძლება სხვადასხვა, ე.ი. არა ექსკლუზიურად სტატისტიკური მიზნებისთვის იქნას გამოყენებული (ელ-მთავრობა) -> საჯარო დამტკიცება -> ადამიანის შინაგანი ინტერესი, რომ დარეგისტრირდეს და რეესტრში დარჩეს თანამშრომლობა სხვადასხვა უწყებებთან

25 მიგრაციის სტატისტიკის ამჟამინდელი სისტემა (1)
გამოყენებული მონაცემთა წყაროები ცენტრალური მიგრაციის საინფორმაციო სისტემა ( = უცოელთა ფედერალური რეესტრი) მართავს მიგრაციის სახელმწიფო სამდივნო მოიცავს არაადგილობრივ პირებს, რომლებიც „უცხო ქვეყნის მოქალაქეთა აქტის“ რეგულირების სფეროში შედიან დიპლომატების და საერთაშორისო სამოქალაქო მოხელეების ცენტრალური რეესტრი მართავს საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტი მოიცავს იმ არაადგილობრივ პირებს, რომლებიც „უცხო ქვეყნის მოქალაქეების აქტის“ რეგულირების სფეროში არ შედიან

26 მიგრაციის სტატისტიკის ამჟამინდელი სისტემა (2)
მიგრაციის სტატისტიკის ამჟამინდელი სისტემა (2) გამოყენებული მონაცემთა წყაროები 2,352 მოსახლეობის ადგილობრივი რეესტრი მართავს მუნიციპალიტეტები (და კანტონები) მოიცავს ადგილობრივ და არაადგილობრივ მოქალაქეებს უცხოელთა ცენტრალური რეესტრისგან დამოუკიდებლად მოქმედებს (მაგ. არ არის სარკისებრი ასლები)

27 მიგრაციის სტატისტიკის ამჟამინდელი სისტემა (3)
მიგრაციის მონაცემების წარმოება რეესტრიდან ამოცებული მონაცემები (ინდივიდუალური მონაცემები) რეგულარულად გადაეცემა FSO-ს, აიტი პლატფორმის მეშვეობით FSO მიიღებს ამონაწერს მიგრანტების არსებული რაოდენობის შესახებ, ასევე რეესტრის ინფორმაციაში შეტანილი ყველა ცვლილების (= საფუძველი ნაკადის შესახებ მონაცემების გენერირებისთვის) -> არ არსებობს სტატისტიკის რეესტრი FSO-ში: ამონაწერებმა ვალიდაციის პროცედურა უნდა გაიაროს (მაგ. შესაბამისობა განმარტებებსა და კლასიფიკაიცებთან, მახასიათებლების სწორი კოდირება, შედარებები ადრე ამოღებულ მონაცემებთან)

28 მიგრაციის სტატისტიკის ამჟამინდელი სისტემა (4)
მიგრაციის მონაცემების წარმოება ადამიანები, განსაკუთრებით უცხო ქვეყნების მოქალაქეები, რამდენიმე რეესტრში არიან აღრიცხულნი. ამიტომ აუცილებელია შეირჩეს წყარო, რომელსაც უნდა დაეფუძნოს დასათვლელი მიგრანტების რაოდენობა (ან მიგრაციული ნაკადები). დროულობა, სისრულე, სანდოობა და სხვა ფაქტორები კრიტიკულია წყაროების პრიორიტეტულობის განსაზღვრისთვის.

29 მიგრაციის სტატისტიკის ამჟამინდელი სისტემა (5)
BEVNAT Validation et traitements statistiques RdH Micro-traitements Macro-traitements Validation automatique (Premium) Validation_RdH Recodage RdH SYMICAsile Validation SYMICAsile Recodage SYMICAsile Mouvements Bilan SYMICLetr Validation SYMICLetr Recodage SYMICLetr Constitution de l’effectif Macro- contrôles Validation ORDIPRO Recodage ORDIPRO ORDIPRO Validation INFOSTAR Recodage INFOSTAR Ménages INFOSTAR Snapshot RegBL GWR DATAwarehouse

30 თანამშრომლობა უწყებებს შორის (1)
თანამშრომლობა შემდეგ უწყებებს შორის ხდება სხვადასხვა ადმინისტრაციული უწყებები (რეესტრის მფლობელები, ან მონაცემთა მწარმოებლები) NSI და ადმინისტრაციული მონაცემების მწარმოებლები NSI და სტატისტიკის რეგიონული ოფისები განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პასუხისმგებლობის გადანაწილებას NSI-სა და იმიგრაციის კონტროლზე პასუხისმგებელ ფედერალურ სამსახურს შორის

31 თანამშრომლობა უწყებებს შორის (2)
იმიგრაციის კონტროლსა და უცხოელების რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი უწყებები ერთი მხრივ მონაცემებს აწვდიან NSI-ის და, მეორე მხრივ, სტატისტიკას თავად აწარმოებენ ადმინისტრაციულ უწყებას შეუძლია მოპოვებული მონაცემები გადაამუშაოს, თავისი საკუთარი საჭიროებების და მოთხოვნებიდან გამომდინარე, შემდეგ კი სტატისტიკური ცხრილები ან ანგარიშები გამოაქვეყნოს, რომლებიც მათ კონკრეტულ სამუშაო სფეროს ეხება.

32 არაადგილობრივი მოქალაქეების მიგრაცია (1)
NSI – ფედერალური სტატისტიკის სამსახური (FSO) იმიგრაციის უწყება – მიგრაციის სახელმწიფო სამდივნო (SEM) სფერო: პრაქტიკის სტატისტიკური კოდექსი, შესაბამისობა სტატისტიკურ ცნებებსა და საერთაშორისო მიგრაციის განმარტებებთან (მაგ. საცხოვრებელი ადგილი, დროის კრიტერიუმი) სფერო: სტატისტიკა, როგორც ადმინისტრაციული ქმედებების თანმხლები პროდუქტი (იმიგრაციის კონტროლი და დაკავშირებული პროცესები), შესაბამისობა ადგილობრივ კანონებთან იმიგრაციის და თავშესაფრის შესახებ მონაცემების წარმოება: დეტალური გადამოწმების პროცესები უნდა გაიაროს (ხარისხის და პროცესის შემოწმება) - შეესაბამება „ოფიციალური სტატისტიკის პრაქტიკის კოდექსს“ მონაცემების წარმოება: ნაკლებად მკაცრი გადამოწმების პროცესები უნდა გაიაროს -> იწარმოება საოპერაციო მართვის მიზნებისთვის (“მართვის საინფორმაციო სისტემა MIS”)

33 არაადგილობრივი მოქალაქეების მიგრაცია (2)
NSI – ფედერალური სტატისტიკის სამსახური (FSO) იმიგრაციის უწყება - მიგრაციის სახელმწიფო სამდივნო (SEM) მონაცემები მიგრაციის დემოგრაფიულ ასპექტებს ასახავს: მიგრანტების სოციალურ-დემოგრაფიული მახასიათებლები (გენდერი, ასაკი, მოქალაქეობა, დაბადების ადგილი, წინა/მომდევნო საცხოვრებელი ადგილი, დარჩენის ხანგრძლივობა და ა.შ.) მონაცემები ასახავს ადმინისტრაციულ პროცედურებს, რომლებიც ქვეყანაში ცხოვრებისთვის საჭირო ნებართვის მოპოვებას ეხება: მიღება, ვიზები, ნებართვები (გაცემა, განახლება, გაუქმება), მოქალაქეობა, დარჩენის მიზანი, თავშესაფარი და სხვ. ყველა არაადგილობრივი მიგრანტის სტატისტიკური დაფარვა სტატისტიკა არაადგილობრივი მიგრანტების კონკრეტულ ჯგუფებს მოიცავს (უცხო ქვეყნების მოქალაქეების და თავშესაფრის შესახებ კანონის რეგულირების სფერო)

34 არაადგილობრივი მოქალაქეების მიგრაცია (3)
NSI – ფედერალური სტატისტიკის სამსახური (FSO) იმიგრაციის უწყება - მიგრაციის სახელმწიფო სამდივნო - (SEM) თანმიმდევრული, ჰარმონიზებული მონაცემების გავრცელება სხვადასხვა ადმინისტრაციული რეესტრებიდან ერთი რეესტრიდან ამოღებული „ნედლი“ შედეგების გავრცელება პირველი დროებით მიგრაციის მონაცემები ხელმისაწვდომია კალენდარული წლის დასრულებიდან 4 თვის შემდეგ მიგრაციის საბოლოო მონაცემები ხელმისაწვდომია კალენდარული თვის დასრულებიდან ორი თვის შემდეგ

35 ადგილობრივი მოქალაქეების მიგრაცია (4)
FSO-ს მიერ გამოწვეყნებული მონაცემები მიგრაციის შესახებ SEM-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებისგან განსხვავდება. ამის ახსნა რთულია, მაგრამ აუცილებელი პოლიტიკის შემმუშავებელი პირებისთვის, დაკავშირებული პირებისთვის (და საერთო მოსახლეობისთვის), თუ რატომ არსებობს ამგვარი განსხვავებები.

36 ზოგადი მიგნებები და რეკომენდაციები (1)
სტატისტიკაში მთავარი ცვლილებები კანონმდებლობაში ცვლილებებს მოითხოვს, მონაცემთა პირველადი წყაროების შესახებ უნდა იცნობდეთ პროცედურებს, რაც რეგისტრაციისთვის გამოიყენება და ინფორმაცია, რომელიც მოსახლეობის რეესტრშია დაცული სტატისტიკური საჭიროებების ინტეგრაცია ადმინისტრაციული უწყებების მიერ შეგროვებულ მონაცემებში (მაგ. ცვლადები, კოდების სიები) მოსახლეობის რეესტრების მიერ გაცემული მონაცემების ხარისხის და დაფარვის მასშტაბის პერიოდული შეფასება

37 ზოგადი მიგნებები და რეკომენდაციები (2)
შესაძლებელი გახდეს საერთაშორისო ნაკადების და მათი ამჟამინდელი რაოდენობის დაანგარიშება არ დაგავიწყდეთ ადგილობრივი მოქალაქეები არ დაგავიწყდეთ ემიგრაცია (იმირაციის უწყებები ხშირად მხოლოდ ქვეყანაში შემომავალ იმიგრაციაზე ამახვილებენ ყურადღებას…) საერთაშორისო რეკომენდაციები (ცნებები, განმარტებები) და ეროვნულ დონეზე არსებული ინფორმაციული საჭიროებები

38 ზოგადი მიგნებები და რეკომენდაციები (3)
შეარჩიეთ თქვენი ძირითადი მონაცემების წყარო, თუ რამდენიმე წყარო არის ხელმისაწვდომი საერთაშორისო მიგრანტების რა კატეგორიები უნდა იქნას იდენტიფიცირებული ინდივიდუალურად (დეტალების დონე)? განსხვავება ნებართვების სტატისტიკებსა და მიგრაციის არსებულ რაოდენობის/ნაკადის სტატისტიკას შორის: ძალაში მყოფი ნებართვების რაოდენობა ≠ რეზიდენტი მიგრანტების რაოდენობას ნებართვის გაცემა ≠ იმიგრაცია ნებართვის ვადის გასვლა ≠ ემიგრაცია

39 გმადლობთ ყურადღებისთვის
დამატებითი ინფორმაცია: მარსელ ჰაინიგერი ფედერალური სტატისტიკის ოფისი, დემოგრაფიის და მიგრაციის განყოფილება ელ-ფოსტა:


Télécharger ppt "ადმინისტრაციული მონაცემების გამოყენება მიგრაციის სტატისტიკისთვის შვეიცარიაში მარსელ ჰაინიგერი, FSO სამუშაო შეხვედრა ადმინისტრაციული მონაცემების გამოყენების."

Présentations similaires


Annonces Google